გიორგი მამალაძის ადვოკატი: გამოძიება არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა დეკანოზს შეხება იარაღთან, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს

„გამოძიებას არ დაუსვამს შესაბამისი კითხვები, იყო თუ არა დეკანოზის ან სხვა ვინმეს ხელის კვალი იარაღზე. თქვენ კარგად იცით, რომ დეკანოზს იარაღის შენახვას ედავებიან, მას ბრალი აქვს წაყენებული“,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ეკა ლომიძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი ამბობს, რომ ეს იარაღი მისი არ იყო და მას მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ მიუტანა.
“აღმოჩნდა, რომ გამოძიების მიერ არ დასმულა ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიცაა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა, არსებობდა თუ არა ხელის კვალი აღნიშნულ იარაღზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის. გამოძიებას არ დაუსვამს შესაბამისი კითხვები, იყო თუ არა დეკანოზის ან სხვა ვინმეს ხელის კვალი იარაღზე. თქვენ კარგად იცით, რომ დეკანოზს ედავებიან იარაღის შენახვას, მას ბრალი აქვს წაყენებული. თუმცა ის ამბობს, რომ ეს იარაღი მისი არ იყო და მას მიუტანა მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ. სწორედ ამ ექსპერტიზების ჩატარება იყო მნიშვნელოვანი, უნდა დადგენილიყო, ნამდვილად იყო თუ არა ხელის კვალი. როცა პროკურატურა ამ თემით არ ინტერესდება, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს, ეს კითხვები გვიჩნდება”, – განაცხადა ეკა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები