მაშველები შავ ზღვაში თამაზ ბაკურიძის ძმას ეძებენ

სამართალდამცავები და მაშველები შავ ზღვაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმას, კობა ბაკურიძეს ეძებენ.
როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მისი ძმა გუშინ, დაახლოებით 19:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
„მეგობრებო, გუშინ საღამოს, დაახლოებით 19 საათის შემდეგ, ჩემი ძმა – კობა ბაკურიძე ანბანის კოშკთან შევიდა ზღვაში, მას შემდეგ, ის არავის უნახავს … სამაშველო-სამძებრო სამსახურები, მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ… მანქანის გასაღები და ყველა ნივთი ნაპირზე იყო დატოვებული. თუ ვინმემ იცით ან ნახეთ, შეგვატყობინეთ“ , – წერს თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები