ანანო კოპლატაძისა და ქეთი თვაურის ერთობლივი გამოფენა გაიხსნება

4 ივლისს, 18:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ანანო კოპლატაძის და ქეთი თვაურის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ანანო კოპლატაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 2002 წელს ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, ამის მერე მრავალ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა. მათ შორის არტვილა „გარიყულაში“. პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ 2011 წელს  ავსტრიაში ჰქონდა. მეორე –  2013 წელს გერმანიაში. მესამე ისევ გერმანიაში – 2017 წლის მაისში… მისი 100-მდე ნახატი ევროპაში კერძო კოლექციებშია.
„გიდად ვმუშაობ და ამ პროფესიის წყალობით მაქვს კონტაქტები უცხოელებთან. ქეთი თვაური ჩემი ბიძაშვილია, ფერმწერია ისიც. დიდი ხანია გვინდოდა ერთობლივი გამოფენის მოწყობა“, – განუცხადა „კვირას“ ანანო კოპლატაძემ.
ქეთი თვაურმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ერთი პერსონალური გამოფენის ავტორია. იგი ჯგუფურ გამოფენებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები