სამტრედიაში ქალმა მეზობელი დააყაჩაღა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ქალმა მეზობლის ოჯახი დააყაჩაღა.
ეჭვმიტანილი ხანდაზმული ცოლ-ქმრის სახლში ნიღბით შეიჭრა და ფულის გამოძალვას შეეცადა. 75 წლის მამაკაცმა ქალს ნიღაბი ჩამოხსნა და შემდეგ პოლიციაში უჩივლა.
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაზარალებულმა გიორგი გერგეშანმა აღნიშნა, რომ მისი სახლიდან ცოტა ხნის წინ 600 ლარი დაიკარგა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ეს თანხაც ყაჩაღობაში ეჭვმიტანილმა მოიპარა.
მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები