ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრი აიღო

ქართველმა პიანისტმა, სანდრო გეგეჭკორმა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ „ფოირიხის პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე ” გრან-პრი, 2 სპეციალური და ფულადი პრემია მიიღო.
ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე პიანისტის დედა – გულთა კვანტრიშვილი წერს.
„უდიდესი სიხარული და ბედნიერება მივიღე, სანდრომ ავსტრიაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე აიღო გრან-პრი, ორი სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია. 17 სექტემბერს მიწვეულია ამსტერდამში კონცერტით,  მადლობა უფალს ასეთი სიხარულისთვის და მადლობა შენ, სანდრო, ჩემო დიდო იმედო“, – წერს  სანდრო გეგეჭკორის დედა.
როგორც თავად პიანისტმა „კვირას“ განუცხადა, კონკურსი საკმაო სირთულით გამოირჩეოდა. კონკურენცია ძალიან ძლიერი იყო. მისივე თქმით, იგი  მიწვეულია ჰოლანდიაში ფესტივალზე, რომელიც  15- 20 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისათვის: სანდრო გეგეჭკორი არის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, პროფესორ საშა გარბერის კლასში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები