„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგენა მაიაკოვსკიში გაიმართა

„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგენა  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში გაიმართა. წარდგენა ბაღდათის კულტურულ-ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი 2016 წელს დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია 61 ქართველი ებრაელი პოეტის ლექსები.
„აქ არის მხოლოდ ებრაელი პოეტების ნამუშევრები. მათი ლექსები ითარგმნა ქართულად, რომ მათ ქართული საზოგადოებაც გაეცნოს”, – განუცხადა „კვირას“ წიგნის ავტორმა, ისრაელში მოღვაწე პროფესორმა, შალვა წიწუაშვილმა.
საღამოში ბაღდათის ებრაელთა სათვისტომოს, ადგილობრვიი ხელისუფლების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები