ფოტოგამოფენა – „სიღარიბე ქართულ სოფლებში” გაიხსნება

4 ივლისს, 12 საათზე, თსუ – ს პირველი კორპუსის საგამოფენო დარბაზში (მესამე სართული), ეთნოგრაფიული ფოტოგამოფენა „სიღარიბე ქართულ სოფლებში” გაიხსნება. მცირე მოხსენებას გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ფოტოგამოფენის ავტორი ვახტანგ ქანთარია წაიკითხავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეთნოგრაფიული ფოტოგამოფენა „სიღარიბე ქართულ სოფლებში“ ასახავს კვლევის პროცესის მანძილზე დაფიქსირებულ ფოტოდოკუმენტაციას, ქართულ სოფლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახთა პირად და გარემო საცხოვრებელ პირობებს.
ფოტომასალა მოპოვებულია 2017 წლის მარტის თვეში, ადგილობრივ მოსახლეობასთან 12-დღიანი თანაცხოვრებით შიდა ქართლში. ასევე გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
არსებული გამოფენის მიზანია ისეთი სოციალური ფენომენის ბუნების წარმოჩენა, როგორიცაა „სიღარიბე“.
ფოტოგრაფი: ვახტანგ ქანთარია, მაგისტრის კანდიდატი;
კვლევის ხელმძღვანელი: ანასტასია ქიტიაშვილი, ასოცირებული პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები