შს სამინისტრომ მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ვარკეთილში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები