სამართალდამცავებმა, უაქციზო ვისკის რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი დააკავა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის – ვისკის რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 69 ცალი ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – “Jamson”-ი და “Jack Daniels”- ი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები