ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ურეკში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი დილის 09:00 საათზე შენიშნეს. ამ დროისთვის, ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველები დაღუპულის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები