ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი იქნება

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას წელს 774 ახალი წევრი დაემატა. მათ შორის  ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეცაა, რომლის ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ 1997 წელს „ოსკარის“ ნომინაციაზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ნანა ჯორჯაძის გარდა, ამერიკის კინოაკადემიის წევრი ზაზა ურუშაძეც იქნება. მას შემდეგ რაც „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარადგინეს, აკადემიამ რეჟისორი ზაზა ურუშაძეც საკუთარ შემადგენლობაში მიიღო.
ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას, რომელიც კინოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს  -„ოსკარს“ გასცემს, უკვე 8 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები