,,გიორგი ჩუბინაშვილი – სამუზეუმო მოღვაწე“: დიმიტრი თუმანიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

6 ივლისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება დიმიტრი თუმანიშვილის საჯარო ლექცია ,,გიორგი ჩუბინაშვილი – სამუზეუმო მოღვაწე’’.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, ლექცია ლექციათა ციკლის – „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები“ ფარგლებში გაიმართება. ლექციაზე საუბარი იქნება გიორგი ჩუბინაშვილის მოღვაწეობაზე, მის მოსაზრებებზე საქართველოში სამუზეუმო საქმის მოწყობის თაობაზე და ამ იდეების განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.
აღნიშნული ლექციით დასრულდება ლექციათა ციკლის ერთი ეტაპი. მეცნიერებთან შეხვედრები სექტემბრიდან კვლავ განახლდება.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები