დავით სულაკაურის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

5 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში დავით სულაკაურის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა  გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დავით სულაკაურის 100-მდე ნამუშევარი და მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგი. ეს პირველი ფართო მასშტაბის გამოფენაა, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 65 წლისთავს ეძღვნება.
დავით სულაკაური თანამედროვე ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დავით სულაკაური ქმნის პეიზაჟებს, პორტრეტებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებს, რელიგიურ სიუჟეტებს, გრაფიკულ ნამუშევრებს ხელნაკეთ ქაღალდზე, იყენებს ენკაუსტიკას. აღსანიშნავია დავით სულაკაურის დაზგური სურათები და მონუმენტური ტილოები, სადაც ერთად ჩნდება ტრადიციაც და ნოვაციაც. ხელოვანი ფერის მდიდარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, რის გამოც მისი შემოქმედება ძალზე ინდივიდუალური, კოლორიტული და მრავალხმიანია.

გამოფენა 10 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები