მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი მოცურდა და მის უკან მდგომ მანქანას დაეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები