„მშვიდობის გზავნილები” ნიქოზიდან

პროექტი „მშვიდობის გზავნილები” ნიქოზიდან დაიწყო.
 როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, 2 ივლისს, 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის, მოეწყობა ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საოჯახო ალბომებში, მუზეუმებსა და პირად არქივებში დაცული ფოტოები; დაგეგმილია კონცერტი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნართებისა” და სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით; მოეწყობა ასევე, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
პროექტს „მშვიდობის გზავნილები“ ნიქოზიდან ახორციელებს ა(ა)იპ ”კავკასიური მოზაიკა”, რომლის მიზანია კულტურული ღონისძიებების გზით, დააკავშიროს ერთმანეთთან რეგიონები და დედაქალაქი, ასევე წარმოაჩინოს ქართველებისა და ოსების საერთო და ინდივიდუალური კულტურული ფასეულობები. პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები