დავით ბერიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, დავით ბერიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობა-ნაგებობაში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 15-20 კვადრატული მეტრი ფართი. ადგილზე 5 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები