აკაკი ზოიძე: შსს-ს სურდა პირველი ჯარიმა გადაეღო, მაგრამ ძალიან გაჭირდა, რადგან მძღოლები ფრთხილად დადიან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, შსს-ს სურდა პირველი ჯარიმა გადაეღო, თუმცა ძალიან გაჭირდა, რადგან მძღოლები ფრთხილად დადიან.
“ამაზეც გვქონდა მსჯელობა. წუხელ, ღამის 12 საათიდან ამოქმედდა სისტემა. პირველი ეფექტი ის არის, რომ ძალიან გაჭირდა თუნდაც ერთი სიუჟეტის გაკეთება პირველ დაჯარიმებულზე. ამ დრომდე, აბსოლუტურად შეცვლილია მოძრაობის კულტურა. შეიძლება ადამიანები მერე შეეჩვიონ, მაგრამ ამ მომენტში, ქულათა სისტემა ნამდვილად მოქმედებს, როგორც პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა პირველი დაჯარიმების გადაღება, თუმცა ეს პროცესი ძალიან გაჭირდა. იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა.

წყარო:

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები