რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებისთვის პრინციპები და ღირებულებები არ არსებობს

„პოლიტიკური ვაჭრობა არის რადიკალური ოპოზიციის სახე და სავიზიტო ბარათი,“ – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ანა წითლიძის მიერ „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ადამიანებისთვის პრინციპები და ღირებულებები არ არსებობს. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საბოლოო განაჩენი იქნება ყველა რადიკალური ოპოზიციური წარმონაქმნისთვის. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ სახეს გამოიტანს სააშკარაოზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები