მედია: ევროკავშირი შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას განიხილავს
ევროკავშირი 2028-2034 წლების შვიდწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას განიხილავს,- ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა.
მედიის ცნობით, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დაფინანსება, შესაძლოა, ევროკომისიის შვიდწლიანი ბიუჯეტის წინადადების ნაწილი იყოს, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა წარადგინონ.
„Bloomberg“-ის წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის სახელმწიფოები ბიუჯეტის მოლაპარაკებებზე წინადადებას დაამტკიცებენ, ეს უკრაინას 2028 წლიდან სტაბილურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ამავდროულად, როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს არ არის უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც ევროკავშირში განიხილავენ და უცნობია, დამტკიცდება თუ არა იგი.