ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა – შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.