დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი “ფასი” მისთვის არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტის ევროკავშირისადმი მოწოდებას ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები დაწესდეს და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივები გაიყინოს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, მორიგი, სარეკომენდაციო ხასიათის ევრორეზოლუციაა, რომელიც პრაქტიკული განხორციელების მიზნით განსახილველად ეძლევა ევროკავშირს.

ექსპერტის თქმითვე, ევროპარლამენტი აგონიაშია და პოლიტიკურ “პროზექტურამდე” ორი ნაბიჯი აკლია.

„ეს არის რიგით უკვე მერამდენე, სარეკომენდაციო ხასიათის ევრორეზოლუცია, რომელიც პრაქტიკული განხორციელების მიზნით განსახილველად ეძლევა ევროკავშირს. უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, არც ერთი მსგავსი აბსურდული რეკომენდაცია პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანილი არ იქნა. მაგრამ დავუშვათ, რომ ამ ჯერზე ევროკავშირში კორუფციასთან აგორებული (“ფაიზერ-გეითი”) სკანდალის, ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნის, საიმიგრაციო და კრიმინალური კატასტროფების გადაფარვის მიზნით, კვლავ ტრადიციულ ანტიქართულ თემას შეასხდნენ, ამით რა???

მეოთხე წელიწადია ამ სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება, თუნდაც სანაქებო “საათივით აწყობილი” შვეიცარიული საბანკო სისტემის სარეპუტაციო მსხვერპლშეწირვის ხარჯზე. რით აშინებენ ადამიანს, რომელმაც საკუთარი უპრეცედენტო საქველმოქმედო “ქეისის” მაგალითზე დიდი ხანია განაცხადა, რომ მისი ფულით დაშინებას არანაირი აზრი არა აქვს. მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი “ფასი” მისთვის არ არსებობს. რომ საკუთარი ხალხის ღალატში “30 ვერცხლი”-ს აღებ/მიმცემი საკუთარ კორპორაციაში აქვთ მოსაძებნი. სერიოზულ აგონიაში არიან და პოლიტიკურ “პროზექტურამდე” ორ ნაბიჯში…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები