რამაზ ჩხიკვაძეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, ბრალი წაუყენეს – გურიაში მომხდარი შემთხვევის დეტალები

 შსს-მ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებ 38 წლის რამაზ ჩხიკვაძეს, რომელიც წარსულში ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულობლობის ფაქტზე, ბრალი წაუყენა.
საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 19 აპრილს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში, ამავე რაიონის სამმართველოს თანამშრომლები ავტომანქანით ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ახორციელებდნენ შემოვლას. სწორედ ამ დროს, პოლიციელებს რამაზ ჩხიკვაძემ “ზეტორის” ფირმის ტრაქტორით გზა გადაუჭრა და ავარიული სიტუაცია შეუქმნა.
პოლიციელებმა, გადამოწმების მიზნით, რამაზ ჩხიკვაძე შეაჩერეს და გაირკვა, რომ ის 2014 წელს გასამართლებული იყო სსკ-ის 260-ე მუხლით (ნარკოდანაშაული) და განაჩენის მიხედვით, 5 წლის ვადით აკრძალული ჰქონდა ა/სატრანსპორტო საშუალების მართვა. შესაბამისად, აღნიშნული პირი, 2017 წლის 19 აპრილს სატრანსპორტო საშუალებას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა.
პოლიციის თანამშრომლებმა რამაზ ჩხიკვაძეს, 29 აპრილს საქართველოს სსკ-ის 381- ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) ბრალდება წარუდგინა და საქმის არსებითი განხილვის მიზნით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ცნობისათვის, სსკ-ის 381-ე მუხლის დარღვევისთვის არსებული სანქციებია: ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 180-240 საათი ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები