შსს: ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა.
ამასთან, შსს-ს ცნობით, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი.
„ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. შესაბამისად, ამ პირის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა.
ჩვენთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე.
რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. ამ კანონის შესაბამისად, თუ პირს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და პირი მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე თავად განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა).
როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ.
ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები