პროკურატურამ ირანის მოქალაქეს, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში ედება, საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირანის მოქალაქესთან, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ედება, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.
შესაბამის კომენტარს საქართველოს მთავარ პროკურატურაში აკეთებენ.
„ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, ჰ. ფ. ქ. – ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ბრალდებულმა ჰ. ფ. ქ. – მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“, -აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები