„ცისფერყანწელთა“ მემორიალის კონკურსის I ეტაპი დასრულდა

,,ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საუკეთესო ესკიზის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან განუცხადეს, თბილისის მერიის მიერ 2017 წლის აპრილში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სულ 10 ესკიზია წარმოდგენილი.
კონკურსის პირობების თანახმად, ესკიზები საზოგადოებრივი განხილვის მიზნით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოიფინა. დაინტერესებულ პირებს ესკიზების ნახვა სასახლის შენობის პირველ სართულზე, 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
„ცისფერყანწელთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფებს.
გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:
კომისიის თავმჯდომარე – თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი;
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი;
კომისიის წევრები – გოჩა ბზეკალავა, ია მაქაცარია-ჩხაიძე, ირინე საგანელიძე, ნოდარ როსტიაშვილი, ლევან სალუქვაძე, გელა იორდანიშვილი, გურამ ნიკოლაძე, თამარ შავგულიძე, თამარ ტალიაშვილი.
გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ კომისიასთან შეთანხმებით შერჩეულ ადგილას განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები