პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი – გამოფენა გაიხსნა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, ნინო წერეთლის შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანი იყო.
”მოხარული ვარ, რომ დღეს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნინო წერეთლის გამოფენას, რომელიც მისი დაბადებიდან 115 წლის იუბილეს ეძღვნება. ქალბატონი ნინოს შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანი იყო. გარდა გამოფენილი ქანდაკებისა, აქ ასევე წარმოდგენილია მისი პრაქტიკული ნამუშევრებიც – თეატრალური მხატვრობა, თეატრალური კოსტუმების ესკიზებიც. ასე რომ, ვფიქრობ, დღეს დამთვალიერებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს ექსპოზიცია“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.