კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს (ვიდეო)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქართველი “კანონიერი ქურდი”, მეტსახელად “მანჩო ზუგდიდსკი” დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა “მანჩო ზუგდიდსკი”  კიევში მაშინ დააკავეს, როცა ის  ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენის სფეროების განსახილველად უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
“მანჩო ზუგდიდსკი” 2014 წლიდან ოდესაში ცხოვრობს და ერთ-ერთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას უწევს კოორდინაციას.
როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, “კანონიერი ქურდი” უკრაინის ტერიტორიიდან განდევნეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, კიევში კიდევ ერთი ქართველი “კანონიერი ქურდი – მეტსახელად “გელა თბილისკი” დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები