პროკურორი: დღევანდელ პროცესზე გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ირაკლი მამალაძეს შემხებლობა ცეცხლსასროლ იარაღთან არ ჰქონია.
„ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა, რომ თითქოს მას ირაკლი მამალაძემ გადასცა იარაღი. ლილი გელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მასთან ირაკლი მამალაძე მივიდა კონსულტაციის მიზნით, სადაც შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმის ციანიდის შეძენით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლილი გელაშვილმა გაუწია კონსულტაცია ირაკლი მამალაძეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდა იგი გიორგი მამალაძეს და მოხდა აუდიო და ვიდეოჩაწერა. ამის შემდეგ, ირაკლი მამალაძემ მიმართა პროკურატურას”, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას, პროკურორის თქმით, იგი არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან, მის მიერ წარმოდგენილი წერილი არის დაუსაბუთებელი და დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები