,,ქართული სული – 2017’’: ველისციხე ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს
30 ივნისს, ველისციხეში ,,ქართული სული – 2017“-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ხელოვნების ფესტივალს მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრება – ლეგენდარული ანსამბლი ,,ქართული ხმები’’, მსახიობები, ესტრადის წარმომადგენლები.
დაჯილდოვდებიან წარჩინებული მოღვაწეები.
14:00 საათზე, KTW-ს ღვინისა და საბრენდე სპირტის ხარხანაში ჩატარდება ახალი ღვინის დეგუსტაცია;
15:00 საათზე, ახაშენში მოეწყობა KTW ჯგუფის სასტუმრო ,,Akhasheni vineyard resort’’-ის მშენებლობის დათვალიერება;
16:00 საათზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში, საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,რუსთავის’’ კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების მასპინძელია ,,ველისციხის ვერანდა’’. მის ავთენტურ ეზოში მოეწყობა ზეიმი კახური პურ-ღვინით.
,,ქართული სული’’ მრავალფეროვან პროგრამასა და სიურპირზებს ჰპირდება ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს.