,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემები საქართველოში“- რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით დისკუსია გაიმართება

3 ივლისს, 19 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება აწყობს დისკუსიას თემაზე: ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემები საქართველოში’’.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ, დავით შემოქმედელმა განუცხადა, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული; პროფესორები: პარმენ მარგველაშვილი, რევაზ ბალანჩივაძე. შესავალი სიტყვით თავად დავით შემოქმედელი წარდგება საზოგადოების წინაშე.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (დარგობრივი ხელმძღვანელები);  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი;  საქართველოს მეცნიერებათა აკადემია; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სკოლის ხელმძღვანელებს, პრაქტიკოს-მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.
მისამართი: მაჩაბლის №13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები