ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.
როგორც ფირცხალავას ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებს, ფირცხალავა იმ წერილთან დაკავშირებით დაიკითხება, რომელშიც ის „ციანიდის საქმის“ მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის აგენტობაზე მიუთითებს.

”ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი, პროვოკატორი და მას, როგორც აგენტს და პროვოკატორს, არაერთ საქმეში მიუღია მონაწილება. ჩვენს საქმესაც პროვოკაციის სუნი ასდის, ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან პროვოკაციული იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც განახორციელა ირაკლი მამალაძემ მამა გიორგისთან. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხოს მოწმის სახით, სასმართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, როგორც დაცვის მოწმე“, – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები