„მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” – პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრში სანდრო ახმეტელის სახელობის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი ტარდება პროექტის „მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის მხარდაჭერას, ქვემო მაჩხაანსა და მიმდებარე სოფლებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.

თეატრალური პროგრამა:
29 ივნისი, კომპოზიცია სანდრო ახმეტელზე / დასაწყისი 17 საათზე
( ანაგა, სანდრო ახმეტელის სახლ – მუზეუმი )

30 ივნისი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი „ნავიგატორი“, დასაწყისი 17 საათზე
( ქვემო მაჩხაანის თეატრი )

1 ივლისი, სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი „სტუმარ – მასპინძელი“, დასაწყისი 17 საათზე
( ქვემო მაჩხაანის თეატრი )

1 ივლისი, Art Way და ახალგაზრდული თეატრი „მედეა“, დასაწყისი 20 საათზე
( ქვემო მაჩხაანის თეატრის ეზო )

2 ივლისი, მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრი «Пора По Парам», დასაწყისი 15 საათზე
( ქვემო მაჩხაანის თეატრი )

2 ივლისი, თეატრალური ლაბორატორია “THEATRUM REFLECTORIUM”
(ქვემო მაჩხაანის თეატრი )

(ბილეთის ფასი – 50 თეთრი)

„გვეამაყება, რომ ჩვენმა წინაპრებმა XIX საკუნეში საკუთარი ხელით ააშენეს ქვემო მაჩხაანის თეატრი და სოფელი კულტურის ცენტრად აქციეს. ახლა ჩვენი დროა მაჩხაანის თეატრის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტს “მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” ახორციელებს “სამოქალაქო ინიციატივა “.
პროექტის ფარგლებში გამართული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები არიან – “სამოქალაქო ინიციატივა” და  ახმეტელის თეატრი.
პროექტის “მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” და ფესტივალის ძირითადი ფინანსური მხარდამჭრია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
ფესტივალის პარტნიორები არიან – სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სათემო კავშირი ნუკრიანი და ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები