ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ნიქოზი” ევროპული ფესტივალის ხარისხი მიენიჭა

 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს “ნიქოზი” EFFE-მ (Europe For Festivals Festivals For Europe) ევროპული ფესტივალის ხარისხი მიანიჭა. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ანიმაციური ფილმების ფესტივალი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში პირველად 2011 წელს გაიხსნა. ფესტივალი პოლონელი ანიმაციის რეჟისორების, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაიას და რეჟისორ გელა კანდელაკის ინიციატივით დაარსდა. ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაიას ინიციატივით ანიმაციის სკოლის ბაზაზე შეიქმნა და ზაფხულის ბოლოს იმართება.
“ნიქოზის” კინოფესტივალის დაარსების დღიდან ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები