პროკურორი: დაზარალებულ შორენა თეთრუაშვილს უახლოეს მომავალში დაკითხავენ

„მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები კითხვის ნიშნებს არ აჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ შორენა თეთრუაშვილს, მისი დაკითხვა უახლოეს მომავალში იგეგმება”, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის გამომძიებლები, რომლებმაც, პროკურორის თქმით, მამალაძის ბარგი და მისი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამომძიებლები მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების კანონიერებაზე ისაუბრებენ. პროკურორის თქმით, ამით წერტილი დაესმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ თითქოსდა, რაიმე კანონი იქნა დარღვეული.
„მოწმეებს შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც უშუალოდ აეროპორტიდან ამოიღეს ბრალდებულის ბარგი და გამომძიებლები, რომლებმაც ბინის ჩხრეკა ჩაატარეს და ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ისაუბრებენ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე, საბოლოოდ წერტილი დაესმება დაცვის მხარის აპელირებას, თითქოს კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი“, -განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები