ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე იმღერებს

23 ივლისს, 19:00 საათზე, ურეკში,  Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.   როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება, „ზაფხულის დღესასწაული“ ჰქვია. კონცერტზე წარდგენილი იქნება მომღერლის ალბომში შესული სიმღერები.
ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს: Tim Harries – ბას გიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა. სპეციალური მოწვევით -„გორის ქალთა კაპელა“.
ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში   გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები