ყალბი კუპიურის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ფიზიკურ პირზე  ყალბ 100 აშშ დოლარიან კუპიურებს ასაღებდა, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4 – დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები