გლდანში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, მცირეწლოვანი გარდაიცვალა

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები