ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

2012 წელს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ სალაყაია სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. როგორც დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სალაყაიას ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, თემურ სალაყაია ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის მოტივით დასაჯეს და ნარკოტიკი ჩაუდეს. უკანონო ქმედებაში გამართლებული სალაყაია ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
“როგორც დაკავების დროს განმიცხადეს, „ქართულ ოცნებას“ ვაწვდიდი ინფორმაციას. ამ ფორმით არასდროს მითანამშრომლია. სპეცსამსახურიდან ინფორმაცია არასდროს გამიტანია. ჩემს დაკავებაში დათა ახალაიას მიუძღვის ბრალი. უშუალოდ ახალაიასთან შეხება არ მქონია, მაგრამ მითხრეს, რომ დათა ახალაია იყო ჩემზე გაბრაზებული. ამიტომ გაკავებთო, – მითხრა ძველი თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ყიფშიძემ”, – განაცხადა თემურ სალაყაიამ.
თემურ სალაყაია გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაყენებას აპირებს. სალაყაიას საქმის გადახედვის შუამდგომლობით, როგორც ბრალდებული განმარტავს, სააპელაციო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და სწორედ საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა მისი საქმის გადახედვა.
ბრალდებული და მისი ადვოკატი მალხაზ სალაყაია, არ გამორიცხავენ, რომ დათა ახალაიას და სხვა ყოფილ ძალოვნებს ამ საქმეზე, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ბრალი დაუმძიმდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები