ნინო ანანიაშვილი „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს

 ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით დააჯილდოვეს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, იმპერატორის ჯილდო ქართველ ბალერინას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენი დაჯილდოების ცერემონიაზე  ქართველ პრიმას პირადად იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრმა მოტომე ტაკისავამ გადასცა.
საბალეტო ხელოვნების განვითარებაში ნინო ანანიაშვილის როლსა და მის მიღწევებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. სიტყვით გამოსვლისას, მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და იაპონიას შორის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი კულტურის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები