რუსთავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა, მისი 13 წლის შვილიშვილის მდგომარეობა კი მძიმეა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა, 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე ფეხით გადადიოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრული პოლიცია.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა, ბავშვი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები