ბათუმში, იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელმაც ავარიის შედეგად, 9 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

სამართლდამცველებმა ბათუმში იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბათუმში ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები