მოსკოვის ოლქში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

რუსეთის შს თანამშრომლებმა მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ რესტორანში „კანონიერი ქურდების“ შეხვედრა აღკვეთეს. დაკავებულია 11 პირი. მათ შორის არიან ქართველი „კანონიერი ქურდები“ – „კახა გალსკი“ და „გუჯა კუტაისკი“. ამჟამად, ადრე ჩადენილ დანაშაულებთან მათი კავშირი მოწმდება.
ქართველი „კანონიერი ქურდების“ გარდა, პოლიციამ ნოვოსიბირსკის ოლქის „კრიმინალური ავტორიტეტები“ რუსლან სლიუსარი და პაველ ბრუსენცევი დააკავეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მოსკოვში ისინი კრიმინალურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები