ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასულიერო პირები ხვდებიან

ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირები ხვდებიან. არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გიორგი მამალაძესთან პატრიარქის კურთხევით მივიდნენ.
”თვითონ რაზე აპირებს საუბარს, არ ვიცით. პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ჩვენ შევსულიყავით”, – განაცხადა მამა კახაბერმა.
მსჯავრდებულ დეკანოზთან მანამდე ადვოკატები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები