ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ჩიხშია შესული

გაზეთ ,,პრაიმტაიმთან” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ჩიხშია შესული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას დაუპირისპირდა, საპარლამენტო უმრავლესობის ვალი იყო კომისიისა და პარლამენტის ინტერესების დაცვა.
,,რეალურად, ეს ყველაფერი პრეზიდენტის არჩევანი იყო. ის თავიდანვე დაუპირისპირდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ეს პირველად მაშინ გააკეთა, როცა კომისიის მუშაობაში არ ჩაერთო. მან დაიწყო კამპანია სახელმწიფო კომისიის წინააღმდეგ, ღიად უპირისპირდებოდა კომისიას. ამ ვითარებაში, ჩვენი ვალი იყო კომისიისა და პარლამენტის ინტერესების დაცვა, ეს იყო პირადად ჩემი ვალი. ჩვენთვის, ბუნებრივია, არანაირად არ არის სასიამოვნო ვიღაცასთან მწვავე დაპირისპირებაში შესვლა. ეს ვერანაირად ვერ იქნება თვითმიზანი, თუმცა პრეზიდენტმა აირჩია მწვავე დაპირისპირების გზა, შემოვიდა კონფრონტაციაში, თან ისეთ პირობებში, რომ რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს კონფრონტაცია დღემდე გრძელდება და პრეზიდენტი რეალურად შედის ჩიხურ მდგომარეობაში. უკვე შესულია ჩიხში, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აღიარება დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საერთაშორისო აღიარება და ამ ფონზე, რაც უფრო მეტად შედის პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდება მისი ნაბიჯები. ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები