ირაკლი კობახიძე მაჟორიტარულ სისტემაზე: არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია

“ჩვენ დისკუსია გვქონდა, ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში და ბუნებრივია, არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია”, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმისთვის” მიცემულ კითხვას მაჟორიტარული სისტემის დატოვების შესახებ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების საკითხი და 2024 წლიდან ამოქმედება პირადი ინტერესების გათვალისწინებთ მიღებული გადაწყვეტილება არ არის.
,,ჩვენ გვქონდა ძალიან სიღრმისეული დისკუსია უმრავლესობის შიგნით. აქ საუბარი არ იყო სუბიექტურ ინტერესებზე. თითოეული ადამიანი გუნდის შიგნით სისტემებთან დაკავშირებით საუბრობდა არგუმენტების საფუძველზე. არგუმენტი ძალიან ბევრია, როგორც ერთი, ისე მეორე სისტემის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი სახელმძღვანელო რომ გადაშალოთ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, იქ ნახავთ უამრავ პლუს-მინუსს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ასეთივე რაოდენობითაა მაჟორიტარული სისტემის პლუს-მინუსებიც. არგუმენტები იყო ობიექტური, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, და ამ არგუმენტების შეჯერების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ შეგვეთავაზებინა ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა კონსენსუსის ჩამოყალიბებას გუნდს შიგნით. აქ არ იყო საუბარი, მაგალითად, მაჟორიტარების სუბიექტურ ინტერესებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდში ერთსულოვნება არ ნიშნავს ერთ აზრზე ყოფნას და ის ამაყობს, რომ გუნდში განსხვავებული პოზიციებია.
,,ჩვენ დისკუსია გვქონდა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში. ბუნებრივია, არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია – ასეთი სულისკვეთებით არ მუშაობენ ჩვენი გუნდის წევრები. გუნდში არის ერთსულოვნება. ერთსულოვნება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობის არარსებობას, პირიქით, ზუსტად იმით ვამაყობთ, რომ გუნდურობასთან ერთად, უზრუნველყოფილია აზრთა სხვადასხვაობა, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები