თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია.
როგორც „კვირას“  უწყებაში განუცხადეს, დადგენილია დამნაშავე პირების ვინაობა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად“, – განუცხადეს „კვირას“ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გურამიშვილის გამზირზე, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს.  მათ შორის, ერთი სპორტსმენია სამი კი გულშემატკივარი ან სხვა მოქალაქე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები