„ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს და ახალგაზრდებს გვაცადოსო“

“ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს და ახალგაზრდებს გვაცადოსო”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს გვაცადოსო, მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-თქო. მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო. პატრიარქი უფრო შორს ხედავს. მას უკან ჰყავს უდიდესი ჯარი სამღვდელოების სახით, ჩვენი ერის, მამულიშვილების სახით”, – განაცხადა მამა შალვამ.
მისი თქმით, პატრიარქი დილის ექვს საათზე დგება და ლოცულობს.
„ერთხელ ექიმმა მითხრა, დილით რომ გამოვა, უთხარი, შებრუნდეს, არ შეიძლება 6 საათიდან მღვიძარი იყოს,ძალიან მძიმედ ექნება გულიო. ვუთხარი, უწმინდესო, თუ შეიძლება დაისვენეთ-მეთქი, მიპასუხა, როცა შვიდგზის ლოცვებზე ლოცვა-კურთხევა გავეცი,ადამიანებმა იციან, რომ მეც მათთან ერთად ვდგავარ ფეხზე და ვლოცულობო. ახლა ამ ლოცვა-კურთხევას ორი ადამიანი მაინც ხომ ასრულებს, მათ ჰგონიათ, მეც ფეხზე ვდგავარ და ვლოცულობ.ლოგინში როგორ ვიწვე, ის ორი ადამიანი როგორ უნდა მოვატყუოო“, -მგანაცხადა მამა შალვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები