ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე აეროპორტის თანამშრომლები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, აღნიშნული მოწმეები დაადასტურებენ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგი მათი თანდასწრებით ამოიღეს.
„დღეს დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები. სწორედ ის ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი და დღეს გამოირიცხება ის უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის ჩადებაზე. დღევანდელი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველაფერი იყო უსაფუძვლო და ბრალდებულის მიერ ჩაბარებული ბარგი უახლოეს პერიოდში მათივე თანდასწრებით ამოვიღეთ და დავლუქეთ. მანიპულაცია ვერც მოხდებოდა და ეს იყო ადვოკატების მოგონილი და გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ ჩვენი მთავარი მტკიცებულება“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები