ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.
მათივე ინფორმაციით, ათამდე გასროლა განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ჩხუბი უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ორი – 108-ე და 236 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები