იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მან ლევან მურუსიძე შეცვალა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით გადაიბარა.

გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. თუმცა, როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობას დატოვებდა. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს, რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია აირჩიეს. ოთხივე წევრს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები